ჯაბნიძეებში, მალე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება

ჯაბნიძეებში, მალე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება

  • 2021-02-03 15:22:52

ჯაბნიძეებში, მალე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება.

სააღმზრდელო დაწესებულის მშენებლობა დასრულებულია. კაპიტალურ შენობაში მოეწყობა სხვადასხვა დანიშნულების ოთახები, სამზარეულო. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა და შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყობა ეზო. ამჟამად, მიმდინარეობს შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები და სივრცის მოწესრიგება.

დაწესებულების ამოქმედების შედეგად 25-მდე პატარას მიეცემა სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობა. დასაქმდება 10-ზე მეტი ადგილობრივი.

მიმდინარე სამუშაოებს მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, საკრებულოს წევრთან ჯემალ ივანაძესთან და მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს დავით დავითაძესთან ერთად გაეცნო.

დღეის მდგომარეობით შუახევში 13 ბაგა-ბაღი და 8 ალტერნატიული ჯგუფი ფუნქციონირებს. ჯაბნიძეების ბაღის პარალელურად, მშენებლობა მიმდინარეობს დღვანის და მახალაკიძეების ბაგა-ბაღებზე.

მსგავსი პოსტები