ბათუმის მასშტაბით, გზაგამყოფ ზოლებში მოაჯირების მოწყობა ხორციელდება

ბათუმის მასშტაბით, გზაგამყოფ ზოლებში მოაჯირების მოწყობა ხორციელდება

  • 2021-02-03 18:26:12

ბათუმის მასშტაბით, გზაგამყოფ ზოლებში მოაჯირების მოწყობა ხორციელდება.

გარდა ამისა, მიმდინარეობს ახალი ხიდბოგირებისა და ხიდების მონტაჟი. სამუშაოები 11 მისამართზე დაიწყო. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 100 ათას ლარს აღემატება.

"2021 წლის პრიორიტეტი ბათუმისთვის ინფრასტრუქტურის მიმართულებაა. წლის განმავლობაში 60 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, არსებობს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი რიგი სხვა საკითხებიც, როგორიცაა დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და მოვლა-შენახვის ღონისძიებები, რომელსაც ბათუმის მერია კეთილმოწყობის სამმართველოსთან ერთად ახორციელებს" - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

პარალელურად, მიმდინარეობს მეჯინისწყლის არხის გასწვრივ კედლების მოწყობის ღონისძიებები, რომლის ღირებულებაც 1 მილიონ 750 ათას ლარს შეადგენს.

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები