გოდერძი ჩოხელის სახლმუზეუმის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

გოდერძი ჩოხელის სახლმუზეუმის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

  • 2021-02-04 16:39:11

დუშეთის მუნიციპალიტეტის გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩოხში, ქართველი მწერლის, სცენარისტის და კინორეჟისორის გოდერძი ჩოხელის სახლმუზეუმის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სოფლის კრებებზე პრიორიტედად დასახელდა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ამფითეატრის მოწყობა სამ იარუსიანი ტრიბუნით და სცენით, გამწვანება, სკამების, საჩრდილობლების და სანაგვე ურნების დამონტაჟება, გარე განათების ქსელის მოწყობა და სახლმუზეუმთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.

მიმდინარე სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბესიკ ბიჩნიგაურმა მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.

სახლმუზეუმის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებს შპს „ზანაძგა“ აწარმოებს, რომლის სახელშეკრულებო თანხა 401940 ლარია.

მსგავსი პოსტები