სოფელ ჭართალში ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

სოფელ ჭართალში ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

  • 2021-02-05 14:43:17

ჭართლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭართალში, საჯარო სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი, ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბესიკ ბიჩნიგაურმა მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.

„სპორტული მოედნების სიმრავლე ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებას, ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების წესის დამკვიდრებას“- აღნიშნა ბესიკ ბიჩნიგაურმა.

მიმდინარე სამუშაოებს აწარმოებს შპს „ზე-ემ-ეს“ ჯგუფი. პროექტის ღირებულება 49821 ლარია.

მსგავსი პოსტები