სენაკში აქტიურად მიმდინარეობს სამშობიარო სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები

სენაკში აქტიურად მიმდინარეობს სამშობიარო სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები

  • 2021-02-04 14:53:16

სენაკში აქტიურად მიმდინარეობს სამშობიარო სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სამუშაოებს, რომლის ღირებულება 62 377 ლარს შეადგენს, შპს ,,დაგი’’ აწარმოებს.

სამშობიარო სახლმა ფუნქციონირება 2017 წლიდან შეწყვიტა და მხოლოდ ლაბორატორიულ და საკონსულტაციო სერვისებს სთავაზობდა მოსახლეობას.

ამ მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულების აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტი სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან კუპრეიშვილის ინიციატივით ხორციელდება.

იგეგმება სამშობიარო სახლის სრული რეაბილიტაცია, რომლის დასრულების შემდეგ, იგი მრავალპროფილური სერვისებით შეძლებს მოსახლეობის მომსახურეობას.

მსგავსი პოსტები