,,რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში-ფაზა 2“-ის პროექტის ფარგლებში, რეგიონული შეხვედრა გაიმართა

,,რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში-ფაზა 2“-ის პროექტის ფარგლებში, რეგიონული შეხვედრა გაიმართა

  • 2021-02-04 17:56:32

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის ,,რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში-ფაზა 2“-ის პროექტის ფარგლებში, რეგიონული შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ნინო ვიბლინი და ლუდუკ ხასია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) აღმასრულებელი დირექტორი ლევან წულაია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენელი მარინე კვარჭაია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს განხორციელებული და მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტები.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბეთლემში, ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გაიხსნა, რომელიც ვიზიტორებს შესაძლებლობას აძლევს, ისიამოვნონ სათავგადასავლო და დასასვენებელი ატრაქციებით - „თოკების პარკით", 130 მეტრი სიგრძის ზიპლაინით. აქვეა ღია ბაზრობა - ადგილობრივი მეწარმეებისთვის პროდუქციის გაყიდვა-პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის, პარკირება/ავტოკემპინგის ზონა შესაბამისი ინფრასტრუქტურით და ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმა.

პროექტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) - რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში (FRLD) - ფაზა 2-ის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი პოსტები