2021 წელს, შუახევის მუნიციპალიტეტის მერია, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის 4 100 000 ლარს დახარჯავს

2021 წელს, შუახევის მუნიციპალიტეტის მერია, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის 4 100 000 ლარს დახარჯავს

  • 2021-02-04 14:49:51

2021 წელს, შუახევის მუნიციპალიტეტის მერია, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის 4 100 000 ლარს დახარჯავს.

მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის და სახელოვნებო სკოლის მშენებლობა -548 900 ლარი;

მაწყვალთის და ღომას მთაზე მაღალი და დაბალი ძაბვის ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია - 400 000 ლარი;

მუნიციპალიტეტის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია (ბეტონის საფარის, ახალი გზის მშენებლობა, დამცავი ბაგირების მოწყობა)- 756 200 ლარი;

დაბის კეთილმოწყობა - 230 000 ლარი;

სოფლის ცენტრების კეთილმოწყობა (ბუთურაულის ცენტრის კეთილმოწყობის დასრულება, მაწყვალთის, ქიძინიძეების, წაბლანის, წყაროთის, ტომაშეთის და ჯაბნიძეების)- 485 000 ლარი;

მახალაკიძეების ბაგა-ბაღის და ეზოს კეთილმოწყობა -166 400 ლარი ლარი;

დღვანის ბაგა-ბაღის მშენებლობა-145 00 ლარი;

სოფლებში და სამთო იალაღებზე სასმელი წყლების მოყვანა- მოწყობა - 500 000 ლარი;

არსებული სასმელი წყლის მაგისტრალების სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია - 100 000 ლარი;

მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები - 483 500 ლარი;

წყალსაყარის, დღვანის, ხიჭაურის ამბულატორიების რეაბილიტაცია - 100 000 ლარი;

ჭვანის, ტაკიძეების და ხიჭაურის სპორტული მოედნების რეაბილიტაცია - 125 000 ლარი;

მოსაცდელების მშენებლობა, არსებულის რეაბილიტაცია - 60 000 ლარი.

მსგავსი პოსტები