ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ ფოთს  კიდევ 4 ავტობუსი გადასცა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ ფოთს კიდევ 4 ავტობუსი გადასცა

  • 2021-02-08 15:10:16

ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქს კიდევ 4 ავტობუსი გადმოსცა.

ამ ეტაპისთვის, ფოთს 50 მგზავრზე გათვლილი 9 ახალი ავტობუსი ყავს. ყველა სატრანსპორტო საშუალება სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.ახალი ავტობუსები შეესაბამება თანამედროვე სტანდარტის ყველა ტექნიკურ მოთხოვნას. მათ შორის, აღჭურვილია ევროსტანდარტების შესაბამისი ვენტილაციის სისტემით.

ახალი ავტობუსები მნიშვნელოვანია ეკოლოგიის დაცვის თვალსაზრისითაც. ისინი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ადგილზე იმყოფებიან თურქი სპეციალისტები, რომლებიც შესაბამის ტრენინგებს ატარებენ ადგილობრივი მძღოლებისთვის. გარდა ამისა, გვარდება სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები. დგინდება მარშრუტები, რაც უახლოეს მომავალში ეცნობება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე პირებს.

M3 კატეგორიის იმ ავტობუსებით, სადაც მგზავრობის ფასის გადახდა განხორციელდება ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების გამოყენებით 50 % შეღავათიანი მგზავრობით ისარგებლებენ ქალაქ ფოთში რეგისტრირებული (მცხოვრები) შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები: მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;სამხედრო ძალების ვეტერანები; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;

მგზავრობის გადასახადისაგან სრულად თავისუფლდება ქალაქ ფოთში რეგისტრირებული (მცხოვრები) შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები: 0 – 6 წლამდე ბავშვები; სკოლის მოსწავლეები (24 საათში 2-ჯერ); ა(ა)იპ ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრი“-ს ბენეფიციარები.

.

მსგავსი პოსტები