სოფელ ანანურში სასმელი წყლის ჭაბურღილის და ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ ანანურში სასმელი წყლის ჭაბურღილის და ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

  • 2021-02-10 14:26:28

დუშეთის მუნიციპალიტეტის ანანურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ანანურში სასმელი წყლის ჭაბურღილის და ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის დასრულების შემდგომ სოფლის მოსახლეობა გაუმჯობესებული წყალმომარაგებით ისარგებლებს.

სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბესიკ ბიჩნიგაურმა მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 137661 ლარს შეადგენს შპს „დიომინე“ აწარმოებს.

მსგავსი პოსტები