ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში  მიმდინარეობს სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზის და ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები

ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზის და ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები

  • 2021-02-11 12:25:00

სენაკის მუნიციპალიტეტის ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზის და ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პროექტის ღირებულება 216 848 ლარს შეადგენს; მათ შორის - 2020 წელს შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებაა - 181 373 ლარი, 2021 წლის - 35 475 ლარი.

სამუშაოებს სს ,,არქეოპოლისი“ ახორციელებს.

სოფლის ცენტრამდე გზის მოწესრიგების და ხიდის რეაბილიტაციის პრობლემის მოგვარებას მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა, რაც დღევანდელი ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით მოგვარდა.

მსგავსი პოსტები