ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მოწყვლადი ჯგუფებისთვის სასურსათო პროდუქტის დარიგება გრძელდება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მოწყვლადი ჯგუფებისთვის სასურსათო პროდუქტის დარიგება გრძელდება

  • 2021-02-09 12:47:35

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მოწყვლადი ჯგუფებისთვის სასურსათო პროდუქტის დარიგება გრძელდება.

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯანო პერტაიამ და მუნიციპალიტეტში წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელმა ხათუნა მიქავამ მოწყვლად ჯგუფებს სასურსათო პროდუქტი გადასცეს.

ჩხოროწყუს მერსა და წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მერია და წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებენ ერთობლივ პროგრამას და თანამშრომლებენ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით.

ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს, სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიანებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მარტოხელა ხანდაზმულებს ეტაპობრივად ეხმარებიან.

მსგავსი პოსტები