ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

  • 2021-02-10 14:49:40

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

პანდემიის მიუხედავად მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა არ შეჩერებულა.

გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ისეთ უბნებსა და სოფლებში, სადაც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა.

სოფელ ქვედა ჩხოროწყუში საავტომობილო გზის მეორე ფენის დაგება დასრულებულია.

ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის ბიუჯეტი 497 777 ლარს შეადგენს.

სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

მსგავსი პოსტები