თელავის #1 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

თელავის #1 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

  • 2020-10-19 20:35:51

თელავში, #1 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. აღნიშნულ სკოლაში მასწავლებელს COVID -19-ით ინფიცირება დაუდგინდა. ამავდროულად, კახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში დროებით შეჩერდა გუნდური მეცადინეობა სპორტში, მუსიკასა და ცეკვაში.

„კახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში, კერძოდ, თელავში, გურჯაანში, სიღნაღსა და ყვარელში, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ბავშვთა ასაკის ჯგუფების მობილობის და თავშეყრის შემცირების შესახებ. კერძოდ, გუნდური მეცადინეობების დროებით შეწყვეტა სპორტში, მუსიკასა და ცეკვაში“ - აღნიშნა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შიოშვილმა მედიასთან დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი პოსტები