ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში საველე კარვები მოეწყო

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში საველე კარვები მოეწყო

  • 2020-09-14 14:19:47

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის შესასვლელთან და გასასვლელთან საველე კარვები მოეწყო. სოფელში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება, თუმცა ყველა მოქალაქეს ადგილზე უტარდება თერმოსკრინინგი და ტესტირება.

დილიდან ადგილზე იმყოფებიან კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, იოსებ ქარუმაშვილი..

მკაცრი კონტროლი მას შემდეგ დაწესდა, რაც სოფელ მატნის რამოდენიმე მცხოვრებს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

 

მსგავსი პოსტები