სოფელ ოძისის საბავშვო ბაღის ეზოში გამწვანების აქცია გაიმართა

სოფელ ოძისის საბავშვო ბაღის ეზოში გამწვანების აქცია გაიმართა

  • 2021-02-15 15:19:52

დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ოძისის საბავშვო ბაღის ეზოში, ადგილობრივი მაცხოვრებლის ლევან შერმადინის ინიციატივით გამწვანების აქცია გაიმართა.

მიმდებარე ტერიტორიაზე პედაგოგებმა და აღსაზრდელებმა 35-მდე ფიჭვის ნერგი დარეგეს.

გამწვანების ღონისძიებას პედაგოგებთან და აღსაზრდელებთან ერთად დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კახა ჩიტაური შეუერთდნენ.

აღნიშნული აქცია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

მსგავსი პოსტები