ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამეგრელოს აკადემია გაიხსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამეგრელოს აკადემია გაიხსნა

  • 2021-02-12 17:27:57

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამეგრელოს აკადემია გაიხსნა.

მოეწყო ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი. ასევე დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა, მოეწყო ტრიბუნები, აშენდა 50 ადამიანზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსი.

რუხის აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ფინანსდება. შესაბამისად, ახალგაზრდა ფეხბურთელები აკადემიაში სრულიად უფასოდ ცხოვრობენ და საფეხბურთო და ზოგად განათლებას იღებენ.

აკადემიაში ახალი სასწავლო წლიდან 40-მდე ფეხბურთელის მიღება იგეგმება. ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურით სარგებლობას, აკადემიის გუნდებთან ერთად, ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები, სამოყვარულო და ქალთა ფეხბურთის გუნდებიც შეძლებენ.

პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, FIFA-ს პროგრამა FORWARD-ისა და UEFA-ს პროგრამა HatTrick-ის დაფინანსებით განხორციელდა. აკადემიის მშენებლობისთვის ჯამში 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

აღნიშნული ტერიტორია ფეხბურთის ფედერაციას ადგილობრივი ხელისუფლებისგან საფეხბურთო აკადემიის მშენებლობის ვალდებულებით გადაეცა.

ფეხბურთის აკადემიები უკვე ფუნქციონირებს ლაგოდეხში, რუსთავსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში. ამჟამად მიმდინარეობს ქუთაისის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა.

მსგავსი პოსტები