ქ. ამბროლაურში დასუფთავების აქცია გაიმართა. ქალაქის ქუჩები, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, საყოფაცხოვრებო და სამშენებლო მასალებისგან გაიწმინდა

ქ. ამბროლაურში დასუფთავების აქცია გაიმართა. ქალაქის ქუჩები, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, საყოფაცხოვრებო და სამშენებლო მასალებისგან გაიწმინდა

  • 2021-02-12 16:01:18

დღეს, ქ. ამბროლაურში დასუფთავების აქცია გაიმართა. ქალაქის ქუჩები, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, საყოფაცხოვრებო და სამშენებლო მასალებისგან გაიწმინდა. ქალაქის დასუფთავება ამბროლაურის სერვის ცენტრისა და დასუფთავების სამსახურის ჩართულობით განხორციელდა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, მსგავსი აქციები პერიოდულად იმართება და შესაბამის სამსახურებთან ერთად სხვადასხვა საჯარო და კერძო ორგანიზაციები, ა(ა)იპ-ები და ადგილობრივი მოსახლეობა ერთვება.

,, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, როგორც ქალაქის, ისე სოფლების დასუფთავება და ნარჩენების გატანა ინტენსიურად ხორციელდება. პარალელურად ვგეგმავთ მასშტაბურ აქციებს, სადაც სხვადასხვა სამსახური და მსურველი მოქალაქეები ერთიანდებიან და საკუთარი მუნიციპალიტეტის იერ-სახის მოწესრიგებაზე ზრუნავენ. მინდა თხოვნით მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომ არ დავანაგვიანოთ, გავუფრთხილდეთ გარემოს და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი კუთხის სისუფთავესა და სილამაზეზე! - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.

მსგავსი პოსტები