ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სასურსათე პაკეტები დაურიგდათ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სასურსათე პაკეტები დაურიგდათ

  • 2021-02-16 10:35:27

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სასურსათე პაკეტები დაურიგდათ.

,,პროდუქტი, რომელიც მიმდინარე პერიოდში ბავშვთა კვებისთვის იყო გათვალისწინებული, 315 ოჯახს გადაეცა. აღნიშნული პროცესი, პანდემიის პერიოდში, რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. ჩვენთვის თითოეულ აღსაზრდელზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია“-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.

აღსაზრდელთა ოჯახებზე პროდუქტის გაცემის პროცესი ,,ამბროლაურის სკოლამდელმა დაწესებულებამ" უზრუნველყო.

კორონავირუსის პანდემიის გამო, სააღმზრდელო პროცესი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში შეჩერებულია.

მსგავსი პოსტები