მარტვილის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

  • 2021-02-13 13:00:21

მარტვილის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.

მარტვილის, აბაშის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ალექსანდრე მოწერელიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, მერის მოადგილესთან აკაკი ხუნწელიასთან და მაჟორიტარის ბიუროს თანამშრომელთან ვლადიმერ ელიავასთან ერთად მარტვილის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

მარტვილის მუნიციპალიტეტს საფეხბურთო სკოლის საწვრთნელ ბაზაზე დამხმარე შენობა-ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნული ნაგებობა გათვლილია მწვრთნელთა სამუშაოებისთვის, ასევე განთავსებულია მშობლებისთვის მოსაცდელი სივრცე. დამხმარე შენობის სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

ქალაქ მარტვილში მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ მემორიალურ დაფას და ძეგლს, კასკადს, კიბეს და აუზს, მოეწყობა ღობე. პროექტის ღირებულება 667 222 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „დაგი“ ასრულებს. მემორიალის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე დაათვალიერეს გურძემის საჯარო სკოლაში სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

ალექსანდრე მოწერელია ბანძაში და ლეხაინდრაოში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებისგან არსებული პრობლემები მოისმინა და ერთად განიხილეს მისი გადაჭრის გზები.

მსგავსი პოსტები