ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდა

  • 2021-02-12 16:08:56

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

შესრულებულ სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია სოფელ ლეწურწუმეში გაეცნენ.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მდინარე სქურჩას სანაპიროზე ნაპირსამაგრი ჯებირი , ხოლო, საესართიოს უბანში ბეტონის გზა მოეწყო.

სტიქიის სალიკვიდაციოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტისთვის 1 000 000 ლარი გამოიყო.

სამუშაოების ფარგლებში ხიდები, ხიდ-ბოგირები, სანიაღვრე არხები და ნაპირსამაგრი ჯებირები მოეწყო.

მსგავსი პოსტები