ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

  • 2021-02-15 16:28:41

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქიამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები მიმდინარე სამუშაოებს სოფელ ლესიჭინესა და ქვედა ჩხოროწყუში გაეცნენ.

აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში ხიდ-ბოგირი და ბეტონის გზა ეწყობა.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მუნიციპალიტეტში ხიდები, ხიდ-ბოგირები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი ჯებირები, შიდა საუბნო გზები მოეწყო და რეაბილიტირდა.

მსგავსი პოსტები