მდინარე რიონის სანაპიროს ფოთის მერიის ა(ა)იპ სერვისების ცენტრის დასუფთავების სამსახური ინტენსიურად ასუფთავებს

მდინარე რიონის სანაპიროს ფოთის მერიის ა(ა)იპ სერვისების ცენტრის დასუფთავების სამსახური ინტენსიურად ასუფთავებს

  • 2021-02-16 18:31:52

მდინარე რიონის სანაპიროს ფოთის მერიის ა(ა)იპ სერვისების ცენტრის დასუფთავების სამსახური ინტენსიურად ასუფთავებს. სამეურნეო და არასამეურნეო ნარჩენებისგან სანაპირო ზოლის მოწესრიგება დასუფთავების სამსახურის მიერ გეგმიურად ხორციელდება და მას სისტემატური ხასიათი აქვს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ურნებში ნარჩენების მოთავსება არ ხდება, რაც ანტისანიტარიას იწვევს.

აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე საქმიანობას რამდენიმე მსხვილი იურიდიული სუბიექტი თუ კერძო პირი ეწევა, აუცილებელია მათი ჩართულობა ტერიტორიის სისუფთავისა და წესრიგის დაცვაზე.

აუცილებელია სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინოს თითოეულ ფოთელმა. მერია მოუწოდებს მოქალაქეებს გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს და დავიცვათ სისუფთავე. ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები გაამკაცრებენ მონიტორინგს და მოხდება კანონდამრღვევი იურიდიული და კერძო პირების დაჯარიმება.

,,სერვისების ცენტრის დასუფთავების სამსახურმა" აღნიშნული ტერიტორია დღესაც დაასუფთავა და ადგილზე დამატებითი ურნები განათავსა.

მსგავსი პოსტები