შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კოლეჯი ,,ბლექსის“ ფილიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კოლეჯი ,,ბლექსის“ ფილიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

  • 2021-02-16 11:32:01

შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან ერთად, კოლეჯი ,,ბლექსის“ ფილიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის შესაბამისი ოთახები, სველი წერტილები და ცენტრალური გათბობის სისტემა.

ამ ეტაპზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ლიფტის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის დასრულების შემდეგ, პროფესიულ სასწავლებელში მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე მორგებული პროფესიები დაინერგება. მსურველები შეძლებენ ტურიზმის, აგრარული, სამშენებლო და სხვა მიმართულებით სწავლებას და გადამზადებას. კურსდამთავრებულებს გადაეცემათ საერთაშორისო დონის სერტიფიკატები.

პროექტის მიზანი მუნიციპალიტეტში ახალი საგანმანათლებლო კერის შექმნა, ადგილობრივების დასაქმება და მიგრაციის შეჩერება.

მსგავსი პოსტები