სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებში COVID-19-ის რეკომენდაციების შესაბამისობაზე მონიტორინგი მიმდინარეობს

სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებში COVID-19-ის რეკომენდაციების შესაბამისობაზე მონიტორინგი მიმდინარეობს

  • 2021-02-17 12:33:11

სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებში COVID-19-ის რეკომენდაციების შესაბამისობაზე მონიტორინგი მიმდინარეობს.

დაწესებულებების შემოწმება პანდემიის პერიოდში უკვე მეოთხედ ტარდება. შესაბამისი ნორმების დარღვევის შემთხვევაში ობიექტების გაფრთხილება განხორციელდება. ამ ეტაპზე მუშაობას 330 სალონი განაგრძობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, დაწესებულების შესასვლელში უნდა განთავსდეს დეზობარიერი და ანტისეპტიკური საშუალებები, სავალდებულოა ერთჯერადი ხელსახოცების, ნიღბებისა და დამცავი ტანსაცმლის გამოყენება, ასევე ინსტრუმენტების დეზინფექცია-სტერილიზაცია. დისტანციის დაცვის შეუძლებლობის შემთხვევაში უნდა აღიმართოს დროებითი ბარიერები. დღის ბოლოს სავალდებულოა სივრცის სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება.

მონიტორინგს, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებთან ერთად, მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებს.

მსგავსი პოსტები