ლერმონტოვის ქუჩაზე სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს

ლერმონტოვის ქუჩაზე სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს

  • 2021-02-12 18:35:55

ლერმონტოვის ქუჩაზე სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, ტროტუარები და ბორდიურები, დამონტაჟდება განათება, განთავსდება საბავშვო ატრაქციონები და საბაღე სკამები, ასევე მოეწყობა საპარკინგე სივრცე და დაიგება მწვანე კორდი.

აღნიშნულ მისამართზე სკვერის მოწყობასთან ერთად მრავალბინიანი ეზოც კეთილმოეწყობა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს 3, ხოლო დაგეგმილია 9 სკვერის მშენებლობა.

სკვერების მშენებლობისთვის წელს 6 მილიონ 70 ათას ლარზე მეტია გათვალისწინებული.

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები