მუნიციპალურ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდიურად ხორციელდება

მუნიციპალურ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდიურად ხორციელდება

  • 2021-02-15 20:37:41

მუნიციპალურ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდიურად ხორციელდება.

სპეციალური ხსნარით მუშავდება მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელებიც.

სადეზინფექციო ღონისძიებები სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ხორციელდება.

მუნიციპალურ ავტობუსებში განთავსებულია დისპენსერები, ხოლო ელექტრო ავტობუსებში დამატებით, თერმოსკრინინგის აპარატები.

მუნიციპალური ტრანსპორტი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 07:00-დან საღამოს 21:00 საათამდე, მიკროავტობუსები კი, დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მოძრაობენ.

შეგახსენებთ, აკრძალულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლა და ფეხზე დგომით მგზავრობა.

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები