საბავშვო ბაღებში სასურსათო კალათების გაცემის მორიგი ეტაპი დაიწყო.
ამანათებს 2 320 აღსაზრდელი მიიღებს. კალათების გაცემა , წესების დაცვით 20-21 თებერვალს განხორციელდება.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პროდუქტების გაცემას მერი მირიან ქათამაძე, მოადგილესთან დავით ვერულიძესთან და ქობულეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან ია ხალვაშთან ერთად გაეცნო.
მერმა მოადგილესთან ერთად, ნობათი რამდენიმე აღსაზრდელს სახლში მიუტანა.
„ მოგეხსენებათ, პანდემიის გამო უკვე თითქმის ერთი წელია საბავშვო ბაღებმა ფუნქციონირება შეაჩერეს. სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ ბავშვებისთვის სასურსათო კალათების მომზადება.დღეს მორიგი ეტაპი დავიწყეთ და დავარიგეთ აღსაზრდელებისთვის პროდუქტები.
პატარებს სახლში ვეწვიეთ და კუთვნილი კალათები დავუტოვეთ. მნიშვნელოვანია, რომ არსებულ პერიოდში ყველა ოჯახმა, რომელიც საჭიროებს დახმარებას, ჩვენი გვერდში დგომა იგრძნოს“ - მირიან ქათამაძე
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.