ხულოს მუნიციპალიტეტეში 73 პროექტი დაფინანსდა და 200 -ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ევროკავშირის მხარდაჭერით

ხულოს მუნიციპალიტეტეში 73 პროექტი დაფინანსდა და 200 -ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ევროკავშირის მხარდაჭერით

  • 2021-02-23 14:47:17

დღეს, დაბა ხულოში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ENPARD ხულოს“ დახურვის ცერემონია გაიმართა.

პროექტის განხორციელების პერიოდში, ხულოს მუნიციპალიტეტეში 73 პროექტი დაფინანსდა და 200 -ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ევროკავშირის მხარდაჭერით. პროექტის დასასრულს კი, ხულოს მუნიციპალიტეტს ნარჩენების გამტანი სატვირთო ავტომობილი გადაეცა, რაც ხელს შეუწყობს საყოფაცხოვრებო ნარჩენების ეფექტურ მართვას და მნიშვნელოვნად გაზრდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ნარჩენების შეგროვების არეალს.

პროექტის დახურვის ცერემონიას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ესწრებოდა.

ვახტანგ ბერიძემ მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორებს წარმატებული მუშაობისთვის და აღნიშნა, რომ „ENPARD ხულო"-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ხულოს მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში.

მსგავსი პოსტები