შუახევის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, მოსახლეობის წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებს

შუახევის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, მოსახლეობის წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებს

  • 2021-02-23 18:56:38

შუახევის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, მოსახლეობის წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებს.

სოფელ ჯაბნიძეებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა- 24 500 ლარი;

სოფელ ჩანჩხალოსა -ნიგაზეულის სოფლებში სასმელი წყლის ახალი სათავე-ნაგებობის და ქსელების მოწყობა- 47 380 ლარი;

მთა შედრეკილში ახალი სასმელი წყლის სისტემის მოწყობა- 36 800 ლარი;

მთა ჯინალში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ძველ მთაში სასმელი წყლის მოყვანა- 42 030 ლარი;

სოფელ ტომაშეთში სასმელი წყლის ახალი ქსელის მოწყობა- 70 750 ლარი;

სოფელ ზედაყანაში სასმელი წყლის მოწყობა- 8 500 ლარი;

სოფელ დღვანსა-ქიძინიძეების სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა- 7 500 ლარი;

სოფელ ნაღვარევში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა- 77 000 ლარი;

სოფელ ჯუმუშაურში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა - 85 000 ლარი;

სოფელ ჭვანაში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის დასრულება - 13 570 ლარი( მიმდინარე პროექტი);

სოფელ ბრილსა და ინწკირვეთში სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციის დასრულება - 4620 ლარი ( მიმდინარე პროექტი);

118 000 ლარი დაიხარჯება სოფელ ცივაძეებისა და სამთო იალაღზე წყალსადენის პროექტების მოსამზადებლად.

12 სოფელში განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მოსახლეობის 24-საათიან წყალმომარაგების უზრუნველყოფას, სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა - რეაბილიტაციას ისახავს მიზნად. დასრულებული პროექტებით ისარგებლებს 1000 - მდე კომლი.

აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 518 000 ლარამდე დაიხარჯება.

მსგავსი პოსტები