ხანწკის უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

ხანწკის უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

  • 2021-02-24 19:34:54

ხანწკის უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

აქტიურად გრძელდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა.

სოფელ ნაფიჩხოვოდან ჭოღას მიმართულებით, ხანწკის უბანში დასრულდა ოთხკილომეტრიანი საავტომოლო გზის ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება.

პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე სანიაღვრე არხები ეწყობა.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.

პროექტის ბიუჯეტი 860 000 ლარს შეადგენს.

სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი გაეცნენ.

„გზების სარეაბილიტაციო და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტში პანდემიის პირობებშიც არ გაჩერებულა. ხანწკის უბანში ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა გამართული და უსაფრთხო გზით ისარგებლებს. ვცდილობთ, არცერთი სოფელი არ დარჩეს მიუვალი და ყველა სოფელსა და უბანში ეტაპობრივად მოვაწყოთ გზები“” - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ.

სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

მსგავსი პოსტები