სენაკის მუნიციპალიტეტის 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღში, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

სენაკის მუნიციპალიტეტის 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღში, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

  • 2021-02-26 13:01:04

კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღში, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

დეზინფექციის პროცესს, რომელსაც შპს ,,ჰიგია’’ აწარმოებდა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორი ალექსანდრე ჯანჯღავა გაეცნენ.

ამ ეტაპზე, სააღმზრდელო პროცესის განსაახლებლად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სრულ მზადყოფნაში არიან.

ასევე, ეტაპობრივად განხორციელდება, საბავშვო და ბაგა-ბაღების ყველა მომსახურე პერსონალის ტესტირება.

აღსანიშნავია, რომ საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1 მარტიდან, 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით.

მსგავსი პოსტები