ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზა დასრულების ეტაპზეა

ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზა დასრულების ეტაპზეა

  • 2021-03-02 14:04:01

ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზა დასრულების ეტაპზეა.

პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, არჩილ ჩიქოვანმა, MACS-ის პროექტის მენეჯერთან მათიას ჰიტცელთან ერთად, კონსულტანტი კომპანიების ინჟინრებთან და KfW-ს წარმომადგენლებთან ონლაინ ჩართვა განახორციელა.

პროექტის ფარგლებში, გონიო-კვარიათში უკვე დასრულდა წყლის სისტემის მოწყობა და წყალმომარაგების რეზერვუარის მშენებლობა, ხოლო წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია ჯავახიშვილის ქუჩიდან მდინარე მეჯინისწყლამდე არსებულ ტერიტორიაზე.

„შეხვედრაზე განვიხილეთ მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. ვისაუბრეთ მესამე და მეოთხე ფაზების სამუშაოების შესახებ. მინდა გითხრათ, მიმდინარე წლის მაისის ბოლოსთვის პრაქტიკულად ყველა სამუშაო ამოწურული იქნება. ასევე, ბუნებრივია, მოვემზადებით აღნიშნული პროექტის მეხუთე ეტაპისათვის, რომელიც მოიცავს შემოერთებულ ტერიტორიებს და ბათუმისათვის მნიშვნელოვან სხვა მიმართულებებს“ - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

მსგავსი პოსტები