სენაკის მუნიციპალიტეტში განახლება-რეაბილიტაციის პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტში განახლება-რეაბილიტაციის პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

  • 2021-03-04 14:46:16

საქართველოს პარლამენტის წევრი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილესთან კახაბერ კუპრეიშვილთან და დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელთან შალვა სარდალიშვილთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო, მათ შორის, სამშობიარო სახლში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

სენაკის სამშობიარო სახლმა ფუნქციონირება 2017 წლიდან შეწყვიტა და მხოლოდ ლაბორატორიულ და საკონსულტაციო სერვისებს სთავაზობდა მოსახლეობას.

იგეგმება სამშობიარო სახლის სრული რეაბილიტაცია, რომლის დასრულების შემდეგ, იგი მრავალპროფილური სერვისებით შეძლებს მოსახლეობის მომსახურეობას.

ამ მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულების აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს პარლამენტის წევრის, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას და სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ლევან კუპრეიშვილის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

,,სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალაქად თუ სოფლად, განახლება-რეაბილიტაციის პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ყველა მნიშვნელოვანი პროექტი სწორედ მოსახლეობის საჭიროებაზეა გათვლილი. მათგან გამოვყოფ სამშობიარო სახლის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც განსაკუთრებით ჩვენს მომავალ დედებს, ჩვენს ქალბატონებს გაახარებს. სამშობიარო სახლი, აღდგენა-რეაბილიტაციის შემდეგ, მოსახლეობას სრული დატვირთვით მოემსახურება“ - აღნიშნა ირაკლი ხახუბიამ.

მსგავსი პოსტები