ფაზისის ქუჩაზე საავტომობილო გზისა და ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ფაზისის ქუჩაზე საავტომობილო გზისა და ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

  • 2021-03-09 13:38:58

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, ბარათაშვილის ქუჩისა და მალთაყვის სანაპირო ზოლის დამაკავშირებელ ახალ გზას მალე ფაზისის ქუჩა დაუკავშირდება.

ფაზისის ქუჩაზე საავტომობილო გზისა და ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოებთან ერთად, ახალი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მალთაყვის სანაპირო ზოლთან დამაკავშირებელ გზას შეუერთდება.

ფაზისის ქუჩის რეაბილიტაციისა და ახალი მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოების ღირებულება 1 383 024 ლარია.

პროექტს შპს „ჯორჯიან ბილდი“ აწარმოებს.

მსგავსი პოსტები