ახალსოფელი - შუა ხორგის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ახალსოფელი - შუა ხორგის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • 2021-03-09 16:40:04

ახალსოფელი - შუა ხორგის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ხობის მუნიციპალიტეტში ახალსოფელი - შუა ხორგის დამაკავშირებელი 5.5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ 909 ათასი ლარია.

შპს ,,შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ნუკრი ხასიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ დაათვალიერეს.

პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

მსგავსი პოსტები