ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მშენებლობები.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ქვეპროგრამის ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში დაიწყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში ახალი სკოლისა და სოფელ ზენითის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა.
სოფელ ხუცუბანში პროექტის მიხედვით აშენდება 350 მოსწავლეზე გათვლილი სამსართულიანი სკოლა.
მოეწყობა საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, კომპიუტერული კაბინეტი, ბიბლიოთეკა.
შენობაში განთავსდება სპორტული და სააქტო დარბაზები.
შენობა სრულად იქნება ადაპტირებული, დამონტაჟდება ლიფტი.
სკოლა აღიჭურვება ყველა საჭირო ინვენტარით.
კეთილმოეწყობა სკოლის ტერიტორია.
სოფელ ზენითის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს.
შენობაში, სპორტულ დარბაზთან ერთად განთავსდება გასახდელები და დამხმარე სათავსოები.
შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
შენობა აღიჭურვება სპორტული ინვენტარით.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე და ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მშენებლობების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.