აბაშის მუნიციპალიტეტში 2021 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იწყება

აბაშის მუნიციპალიტეტში 2021 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იწყება

  • 2021-03-12 20:53:38

აბაშის მუნიციპალიტეტში 2021 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იწყება.

პირველ ეტაპზე სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულში კულტურის სახლის სახურავი გარემონტდება, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ადმინისტრაციული შენობების, ქ. აბაშაში თავისუფლების ქ. N102-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავებს. ასევე იგეგმება ნოღოხაშის უბანში შუბლაძის ქუჩის გასწვრივ რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხისა და სასაფლაოს შემოღობვის მოწყობა.

სახურავების სარემონტო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

მსგავსი პოსტები