სადეზინფექციო სამუშაოები სენაკში

სადეზინფექციო სამუშაოები სენაკში

  • 2021-03-13 20:59:23

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში, სამხატვრო გალერეაში, მუზეუმებსა და საჯარო ბიბლიოთეკაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკური საქმიანობის ეტაპობრივი გეგმის ფარგლებში, მუზეუმებმა, სამხატვრო გალერეამ და საჯარო ბიბლიოთეკამ საქმიანობა 1 მარტიდან განაახლა.

15 მარტიდან, სასწავლო პროცესი, სახელოვნებო წრეებშიც განახლდება.

მსგავსი პოსტები