ქობულეთში, ვერულიძის ქუჩაზე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს

ქობულეთში, ვერულიძის ქუჩაზე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს

  • 2021-03-10 22:17:31

ქობულეთში, ვერულიძის ქუჩაზე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.

მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების მიმდებარედ სკვერი ეწყობა.

ვერულიძის ქუჩაზე სკვერის მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა იყო. ჩვენმა გუნდმა გაითვალისწინა მათი საჭიროება და უმოკლეს პერიოდში დაგეგმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. დღეს კი ვხედავთ უკვე, რომ სამუშაოები აქტიურად ხორციელდება.

პროექტის მიხედვით ადგილზე წესრიგდება გარემო. ეწყობა სპორტული მოედანი, მოსასვენებელი კუთხე, გამწვანებული პარკი. მონტაჟდება გარეგანათება. სამუშაოები რამდენიმე თვეში დასრულდება. ზაფხულის სეზონს ქალაქი, კიდევ ერთი ახალი სკვერით შეხვდება.

სკვერის მოწყობის სამუშაოებს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარბ დეპუტატთან ქობულეთსა და მახინჯაურში ზაალ მიქელაძესთან, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან გიორგი გოგიტიძესთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად გავეცანით.

მსგავსი პოსტები