ქედის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ყოველწლიურად ხორციელდება. წელს პროგრამის ბიუჯეტი 300 000 ლარია.
უკვე დაიწყო 9 აპრილის ქუჩაზე ახალი სპორტული მინი მოედნის მშენებლობა და სოფელ წონიარისში არსებული მოედნის რეაბილიტაცია.
,,9 აპრილის ქუჩაზე, ეკომიგრანტთა მრავალბინიანი საცხოვრებლის ეზოში, მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, ახალი სპორტული მინი მოედნის მშენებლობა დავიწყეთ. პროექტით მოწესრიგდება როგორც აღნიშნული ტერიტორია, ასევე ახალგაზრდებს შეეძლებათ, მალე თანამედროვე ტიპის ინფრასტრუქტურით ისარგებლონ. ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია ახალგაზრდული ინიციატივებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა" - აღნიშნა მერის პირველმა მოადგილემ როლანდ ბერიძე.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.