COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 340 დოზა უკვე რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტშია გადანაწილებული

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 340 დოზა უკვე რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტშია გადანაწილებული

  • 2021-03-15 15:46:07

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 340 დოზა უკვე რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტშია გადანაწილებული.

სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების ვაქცინაცია განხორციელდება სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციის მიხედვით.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი - ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ).

დღეიდან ვაქცინაცია იწყება ამბროლაურის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრში. ხოლო ონში, ცაგერში და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაცია დაიწყება 18 მარტს.

აღსანიშნავია, რომ ყველა ამცრელი კაბინეტის მედ პერსონალს გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგები.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას!

აცრა ნებაყოფლობითია!

რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/

რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/

მსგავსი პოსტები