COVID 19-თან დაკავშირებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, პერიოდულად სხვადასხვა სახის ღონისძიება ხორციელდება

COVID 19-თან დაკავშირებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, პერიოდულად სხვადასხვა სახის ღონისძიება ხორციელდება

  • 2021-03-15 16:03:00

COVID 19-თან დაკავშირებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, პერიოდულად სხვადასხვა სახის ღონისძიება ხორციელდება, სადაც მონაწილეობას საჯარო და კერძო ორგანიზაციები იღებენ.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ამბროლაურის ფილიალის თანამშრომლები, სავაჭრო ცენტრების შემოვლას ახორციელებენ, სადაც ობიექტების მხრიდან COVID 19-თან დაკავშირებით არსებული რეკომენდაციების დაცვას ეცნობიან.

,,წითელი ჯვრის" წარმომადგენლები პირველ ეტაპზე ამბროლაურის აგრარულ ბაზარში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ, მოქალაქეებს საინფორმაციო ბიულეტინები და პირბადეები გადასცეს და არსებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდეს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია თხოვნით მოგმართავთ გაითვალისწინოთ რეკომენდაციები და სიფრთხილით მოეკიდოთ როგორც საკუთარი, ისე სხვა ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას.

მსგავსი პოსტები