სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, COVID 19-ის ვაქცინის 360 დოზა მიიღეს

სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, COVID 19-ის ვაქცინის 360 დოზა მიიღეს

  • 2021-03-15 12:31:37

სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, COVID 19-ის ვაქცინის 360 დოზა მიიღეს და სპეციალურ მაცივრებში განათავსეს.

ვაქცინაციის სამზადისს დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი გაეცნენ.

COVID-19 -ის ინფექციის შესაჩერებლად და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, ვაქცინაცია ეროვნული გეგმის მიხედვით განხორციელდება.

პირველ ეტაპზე განსაზღვრულია სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია.

სენაკის მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია 17 მარტიდან დაიწყება.

მსგავსი პოსტები