სენაკის მუნიციპალიტეტში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში დაიწყო

სენაკის მუნიციპალიტეტში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში დაიწყო

  • 2021-03-16 23:35:06

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში დაიწყო.

პირველი, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, შპს ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორი, მურმან ბოჯგუაა.

სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი გაეცნენ.

სენაკმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი 360 დოზა 13 მარტს მიიღო.

სენაკის მუნიციპალიტეტში პირველ ეტაპზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი - ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ).

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას!

აცრა ნებაყოფლობითია!

რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/

რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/

მსგავსი პოსტები