ზუგდიდის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

  • 2021-03-15 17:53:49

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.

სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების ვაქცინაცია ,,ევექსის“ კლინიკასა და რეფერალურ ჰოსპიტალში მიმდინარეობს.

ერთ-ერთი პირველი, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, ა(ა)იპ ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელი ნანა ოდიშარიაა.

სამედიცინო პერსონალის აცრის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და მოადგილე გიგა ფარულავა დაესწრნენ.

,, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დღეს დავიწყეთ ვაქცინაციის პროცესი, პირველ ეტაპზე აიცრება 1100 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ თითოეული მოქალაქე ქვეყნის მასშტაბით არ იქნება სრულად აცრილი, იმუნიზაციის პროცესი არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვექნისთვის და რა თქმა უნდა მუნიციპალიტეტისთვის“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ყველა ამცრელი კაბინეტის მედპერსონალს გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგები.

ზუგდიდმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 1100 დოზა მიიღო.

ელექტრონულ სისტემაში სამედიცინო პერსონალის რეგისტრაცია 13 მარტიდან მიმდინარეობს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი - ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ).

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას!

აცრა ნებაყოფლობითია!

რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/

რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/

მსგავსი პოსტები