საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • 2021-03-18 17:33:56

ხობის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია, საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 130 000 ლარამდეა, შპს ,,მშენებელი 2017“ ახორციელებს.

კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გაეცნო.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

კულტურის სახლის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, კულტურულ-გასართობი ღონისძიებები და შემოქმედებითი წრეების მუშაობა კეთილმოწყობილ გარემოში წარიმართება.

მსგავსი პოსტები