ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

  • 2021-03-18 10:36:47

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.

სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირებისთვის ვაქცინაცია ,,ევექსის“ ჩხოროწყუს კლინიკაში მიმდინარეობს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 დოზა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა 14 მარტს მიიღო.

სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების ვაქცინაცია ხორციელდება სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციის მიხედვით.

ჩხოროწყუში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველმა ,,ევექსის” კლინიკის ექიმმა კესო ყალიჩავამ გაიკეთა.

ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

ამცრელი კაბინეტის მედპერსონალს გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგები.

ასტრაზენეკას ვაქცინა არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული და იგი აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ეფექტურობის და ხარისხის მკაცრ სტანდარტებს.

აცრა ნებაყოფლობითია!

ერთად შევაჩეროთ COVID-19-ის პანდემია!

მსგავსი პოსტები