ზუგდიდში დევნილთა კოლექტიურ ცენტრს UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი ეწვია

ზუგდიდში დევნილთა კოლექტიურ ცენტრს UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი ეწვია

  • 2021-03-23 11:52:35

ზუგდიდში დევნილთა კოლექტიურ ცენტრს UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი ეწვია.

UNDP-ის წარმომადგენელს მასპინძლობა ზუგდიდის მერის მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ და ცენტრ „აფხაზეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნუკრი მილორავამ გაუწიეს.

ლუიზა ვინტონმა, დევნილებს საერთო მოხმარების ჰიგიენური საშუალებების კომპლექტი და საკვები პროდუქტები გადასცა. ასევე, სველი წერტილების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა“ (CHCA) გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით პროექტი „დევნილთა უფლებების დაცვა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება კონფლიქტით დაზარალებული ქალებისათვის COVID-19 კრიზისის დროს საქართველოში“ იანვარში დაიწყო.

პროექტის მიზანია დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში ჰიგიენური და სანიტარული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სასწავლო სივრცეების შექმნა.

მსგავსი პოსტები