ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება

  • 2021-03-24 17:53:56

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს თეიმურაზ მალანიასთან ერთად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები მიმდინარე სამუშაოებს ქალაქ ჩხოროწყუში , სოფელ ჭოღასა და თაიაში გაეცნენ, სადაც ხიდ-ბოგირები და ბონდის ხიდი ეწყობა.

სტიქიის სალიკვიდაციოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტისთვის 1 000 000 ლარი გამოიყო.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში ხიდები, ხიდ-ბოგირები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი ჯებირები, შიდა საუბნო გზები მოეწყო და რეაბილიტირდა.

მსგავსი პოსტები