ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

  • 2021-03-27 11:43:48

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ზუგდიდის N1 და მე-12 საჯარო სკოლებში, მერმა გიორგი შენგელიამ და მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი ჩიქოვანმა დაათვალიერეს.

პროექტით გათვალისწინებულია სკოლების სრული რეაბილიტაცია, შიდა და გარე სივრცეების კეთილმოწყობა, სველი წერტილებისა და კომუნიკაციების მოწყობა.

სკოლები ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

სკოლების რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

ზუგდიდში 5 სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, უახლოეს პერიოდში კი ოქტომბრის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება.

მსგავსი პოსტები